ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, ამიტომ აუცილებელია მისი მმართველობისგან გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს

ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო კრიმინალის მმართველობისგან გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს. ჩვენ ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ,- ასე ეხმაურება ,,ერთიანობა” - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებას OCCRP-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, რაც ჰელსინკის კომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა“.

„აუცილებელია საერთაშორისო კრიმინალის მმართველობისგან, ამ უპრეცედენტო და ქართველი ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი მოვლენისგან გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს.

საბოლოო ჯამში, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ ის კორუფცია, ის კრიმინალი, რომლის მთავარი განმახორციელებელი ბიძინა ივანიშვილია თავისი კლანით“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) მიერ, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შეიკავეს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს