ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ბენიამინ ნეთანიაჰუს დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია

ბენიამინ ნეთანიაჰუს დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გუშინ ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განიხილეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა