ლაშა ბაქრაძე - „დემოკრატიის ფესტივალისთვის“ ხელის შეშლა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი

„დემოკრატიის ფესტივალისთვის“ ხელის შეშლა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არ სურს, რომ ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საკუთარ ხალხს.

„კარგად ვიცით, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია "დემოკრატიული ფესტივალისთვის" ხელის შეშლა. არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ კერძო ბიზნესიც ისე დააშანტაჟეს, რომ ყველამ უარი თქვა მიეცათ სივრცე ფესტივალისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა, ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საკუთარ ხალხს.

უნდათ, რომ ყოველმხრივ შეზღუდოს თავისუფალ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ქართულმა, პროდასავლურმა, დემოკრატიულმა ოპოზიციამ, ერთიანობით უნდა შეძლოს და 26 ოქტომბერს დაამარცხოს ეს ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ავტორიტარიზმისაკენ მიჰყავს და უფსკრულში უპირებს გადაჩეხას", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს