ვახტანგ ცინცაძე - 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, გაზრდილია რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 5,4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ბოლო სამ წელში 456 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი მანამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციების კუთხით საკმაოდ გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა ქვეყანაში 2.2 მილიარდ აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ასევე ხაზგასასმელია 2023 წლის მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, ინვესტიციების მოცულობა 1.9 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, ასევე 15 პროცენტით არის გაზრდილი რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ციფრებში.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ გაგრძელდება ქვეყანაში კერძო ინვესტიციების აქტიური შემოდინება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქის შემოსავლების ზრდაზე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა