ვასო ურუშაძე - ყველა შემომწირველი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას სწირავს მმართველ პარტიას, დაკავშირებულია „ქართული ოცნების" გავლენიან პირებთან, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან

ყველა შემომწირველი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას სწირავს მმართველ პარტიას, დაკავშირებულია „ქართული ოცნების" გავლენიან პირებთან, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან, -ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა მდივანმა ვასო ურუშაძემ "ქართული ოცნების" შემოწირულებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ არცერთი კომპანია, არც ერთი კერძო ბიზნესი არ სწირავს თანხას ოპოზიციურ პარტიას, იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული მმართველობა.

„ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი - ყველა შემომწირველი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას სწირავს მმართველ პარტიას, დაკავშირებულია "ქართული ოცნების" გავლენიან პირებთან, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან. ისინი წლების განმავლობაში სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც მინდობილი ხელშეკრულებით, ასევე ტენდერებში ძალიან დიდი თანხის აკუმულირებით, რაც თავისთავად, კორუფციაა. ისინი ერთი მხრივ, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან იღებენ ფინანსურ რესურსებს და შემდეგ ხდებიან მმართველი პარტიის შემომწირველები.

ის, რომ არცერთი კომპანია, არც ერთი კერძო ბიზნესი არ სწირავს თანხას ოპოზიციურ პარტიას, იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული მმართველობა. ბიზნესი თავს უფლებას აძლევს, მხოლოდ მმართველ პარტიას შესწიროს თანხა. ეს არის ერთგვარი, კორუფციული გარიგების მაგალითი.

ჩვენ არ შეგვიძლია ამჟამად ვილაპარაკოთ წინასაარჩევნოდ ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოზე, რადგან მთელი ფინანსური რესურსი აკუმულირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პირები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას სწირავენ "ქართულ ოცნებას", დაკავშირებული არიან თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან, რასთან დაკავშირებითაც გაკეთდა განცხადება შეერთებული შტატების კონგრესის მიერ, კერძოდ, ჰელსინკის კომისიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის გამოყენებული შავი ფული, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრებიდანაა მიღებული.

ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობას და დაკავშირებული არიან იმ პირებთან, რომლებიც საქართველოში უშუალოდ ფლობენ ამ ქოლ-ცენტრებს. ეს არის დიდი, შავი ფულის კარუსელი, რომელსაც ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი და ცდილობს, ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე, ზრუნავს არა ეკონომიკის განვითარებაზე, არა ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნაზე, არამედ ზრუნავს პირად ძალაუფლებაზე, რომელიც გამოყენებულია პირადი გამდიდრებისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის, მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის. ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ კორუფციის დამარცხებით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, განვავითაროთ ეკონომიკა და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო