ზურაბ ჭიაბერაშვილი - რუსეთისა და „ქართული ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა

რუსეთისა და „ქართული ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა. ამრიგად, ეს საკითხი ამოწურულია, ამ თემის ამოწევა ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

"რუსეთისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცეს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა. ამრიგად, ეს საკითხი ამოწურულია. ამ თემის ამოწევა ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ერთ რამეს ემსახურება: რომ არ გავიხედოთ წინ და მუდმივად დაგვტოვოს წარსულში, მაგრამ ქართველი ხელხი შეძლებს ერთიანობით იაროს წინ და ერთიანობით მოიპოვოს გამარჯვება 26 ოქტომბერს", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ცნობისათვის, გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში ბრიფინგი გამართა და აგვისტოს ომზე ისაუბა.

„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.

უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში