პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ

ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას და "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა.

„რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არ არის ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში დოკუმენტების როლს, რა თქმა უნდა, როგორც ერთი (ტალიავინის დასკვნა), ისე მეორე ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა. ერთ შემთხვევაში პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამით მათ აღიარეს ომის დაწყება. ეს ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულებაა მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, ხელმოწერას როგორც ასეთი პროცედურა არ ითვალისწინებდა, მაგრამ დაეთანხმნენ მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა იმისთვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას 2008 წელს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა