პრემიერი - ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი აქვს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი განპირობებულია მშვიდობის, სტაბილურობის, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.

„ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს. ბოლო 3 წლის საშუალო ზრდა 9.7-%-ი გვქონდა. მიმდინარე წელს, პირველო ორი კვარტლის მონაცემებს თუ ავიღებთ გვაქვს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა რთულ რეგიონში არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული. ვინარჩუნებთ მშვიდობას, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი -ესეც ქმნის კარგ გარემოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტიცია შემოვიდეს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კიდე უფრო გაიზარდოს საინვესტიციო ნაკადები საქართველოში, ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა