“ჯივიპი” ისნის რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ახალ ინფრასტრუქტურას აწყობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. მაგისტრალურ მილსადენებზე ინფრასტრუქტურის განახლება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი.

აღსანიშნავია, რომ მეტეხის ხიდის მიმდებარედ არსებული ქსელი 14 000-ზე მეტ მომხმარებელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

"ჯივიპის" ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშოების ჩატარებისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლი გამზირს N1-63-მდე, ქეთევან დედოფლის მოედნის N2, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის ქუჩებს, რიყის პარკს, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, მუკუზანის, მაჭარის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის და დოლაბაურის 1-ელ, მე-2 და მე-3 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“ - ნათქვამია „ჯივიპის“ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს