გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 05:00 საათიდან 07:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, წიწამური. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, წილკანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, პაატა ჯანიაშვილის, ვლადიმერ მაყაშვილის, ილია შეყლაშვილის, ვახტანგ ჭელიძის, ვახტანგ ცინცაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ქ. თბილისში აღმაშენებლის ხეივანში, ჩალიპირებში.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთში მწითურის, სააკაძის, შამანაურის, ბექიშვილის, ჯაბუშანურის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, თანიანთკარში. 17:00 საათიდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, მენესო, დოლასქედი, ზანდუკი, გამსი, უკანა მხარი, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა