ირაკლი კობახიძე - მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება - მანაც პასუხი უნდა აგოს ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის

მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება - მანაც პასუხი უნდა აგოს ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა მედიის კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მცდელობები კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

პარალელურად, პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი ოლიმპიელების დასაჯილდოებლად ყველა შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის, საჯარო ღონისძიებასაც.

„საჯარო ღონისძიებასაც განვიხილავთ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტოს თვე, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული - ასეთ დროს მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. იმ განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები, კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რასაც ის ცდილობს.

მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს და ის, საბოლოო ჯამში ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი. რეალურად მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, მანაც პასუხი უნდაა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩადის“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ შეიძლება ქართველი ოლიმპიელების "სასწრაფოდ დაჯილდოება".

"ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე.

მეორე: პარაოლიმპიადა იწყება ახლა, გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები... გელოდებით, სექტემბერში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს