პრემიერი - „ჩემი შენ გითხარიო“ - ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჰელსინკის  დასკვნაზე შეიძლება, ითქვას

„ჩემი შენ გითხარიო“ - ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჰელსინკის დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არ შეიძლება მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს - რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი და ქოლ -ცენტრები? კეზერაშვილში ხომ არ გეშლებათ? შვილზე მთავრდება ორივე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქოლ-ცენტრების საქმე სწორედ ქართული მხარის მონაწილეობით გაიხსნა და შემდგომი დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს ყველა უწყება მზად არის თანამშრომლობისთვის.

„თქვენ იცით, რომ ქოლ-ცენტრების საქმე გაიხსნა სწორედ ქართული მხარის თანამონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩატარდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. ასევე, თქვენ იცით, რომ ჟურნალისტური გამოძიება იყო BBC-ის მიერ წარმართული ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა, იცით, რომ არის ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში, ის ცხოვრობს ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ეს არის ის სურათი, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა კიდევ უფრო მეტი სიცხადე, თუმცა ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის ე.წ . დასკვნას, არ ვიცი ამას რა დავარქვა. ჩემი შენ გითხარიო - ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჰელსინკის ამ დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არ შეიძლება მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

არის საკმაოდ რთული დანაშაული და არის მთელი ქსელი შექმნილი სხვადასხვა ქვეყანაში. მარტო საქართველო არ იყო გეოგრაფიულად ის სივრცე, სადაც ქოლ-ცენტრები იხსნებოდა. დღემდე მოქმედებს არაერთ ქვეყანაში ასეთი ქოლ-ცენტრები. რთულია გამოსაძიებლად ეს დანაშაული, თუმცა ამის მიუხედავად, პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად, მოახერხა დანაშაულის გახსნა და ეს დანაშაული აღიკვეთა. რაც შეეხება შემდგომ ინტერესს, თუ იქნება ასეთი ინტერესი, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უწყება არის მზად ითანამშრომლოს უცხოელ კოლეგებთან.

ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია ამ თემასთან, ან რა კავშირია ბიძინა ივანიშვილსა და ქოლ-ცენტრებს შორის? რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი და ქოლ-ცენტრები? კეზერაშვილში ხომ არ გეშლებათ? შვილზე მთავრდება ორივე. კეზერაშვილს მიხედეთ, ჩემი რჩევა ეს იქნება.“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება