ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოსკოვში უძრავი ქონება არ შეუძენიათ - ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც იმ დოკუმენტებზე ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ მოსკოვში უძრავი ქონება შეიძინა.

კობახიძის განმარტებით, ის პირადად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოსკოვში არანაირი ქონება არ შეუძენიათ.

„არაფერი მტკიცებულება არ ყოფილა, ეს არ არის მტკიცებულება, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და სიყალბე, რომელიც კონკრეტულმა ჯგუფმა გაავრცელა. ეს ჯგუფები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან. ამაზე არა ერთი განცხადება იმიტომ გავავრცელეთ, რომ უპასუხოდ ვერ დავტოვებდით დეზინფორმაციას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ნებისმიერ დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. მე ვარ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოსკოვში უძრავი ქონება არ შეუძენიათ. მე მასთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის