გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბელადი - შემოიჭრა სიხარულის ველზე და ცდილობს, დაძაბულობა და დაპირისპირება განავითაროს

ზეიმია, უნდა გავიხაროთ ყველამ ერთად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი განცხადებით შემოიჭრა სიხარულის ველზე და ცდილობს, დაძაბულობა და დაპირისპირება განავითაროს, რომ პოლიტიკურ მიზნებს დაუქვემდებაროს, თუნდაც აბსოლუტურად ყველასთვის სასიხარულო ფაქტი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არ არის ერის ისეთი ავტორიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიზეიმოთ ოლიმპიადაზე წარმატება.

„ზოგადად, არაკეთილგანწყობილი განცხადებაა, რომ შემოიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში. პარაოლიმპიელები, რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ დაფასებას და დაფასება მთავრობამ ერთხელ უკვე გამოხატა. იქნება დაჯილდოებაც სამშობლოს სამსახურისათვის, ჩვენი დროშის მაღლა აწევისათვის, როგორც შეეფერება იმ ადამიანებს, ვინც ივარჯიშა. იმ ადამიანების დაფასება რასაკვირველია საჭიროა.

არ არის საჭირო პოლიტიკური თემების შემოტანა. პოლიტიკურს ვამბობ, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბელადი. ყოველ შემთხვევაში მას სურს, რომ იყოს ბელადი, რამდენად დაუშვებენ სხვები ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი განცხადებით უნდა რაღაც დაძაბულობის შემოტანა იმ თემაში, სადაც ამის მიზეზი აბსოლუტურად არ არსებობს. როგორც მსოფლიოშია, იქნება მიღებაც, იქნება სახალხო ზეიმიც, იქნება პარაოლიმპიელების დაჯილდოებაც, ოლიმპიელების დაჯილდოებაც და ამაში არაფერია ისეთი, რაც საერთაშორისო სტანდარტს სცილდება. სალომე ზურაბიშვილი არ არის ერის ისეთი ავტორიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიზეიმოთ, სახალხო ზეიმი იქნება, ცალ-ცალკე იქნება, თუ - ერთად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს