გოჩა ჯავახიშვილი - გული მტკივა, მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეროვნული ინტერესი პარტიულ თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე უზენაესია.

ამასთან, დიპლომატი აცხადებს, რომ არ შურს კოლეგების, რომელთაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.

“სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში "ჩვენს პოზიციებს" იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.

ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro- ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლის წინ იყო დაგეგმილი. აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.

ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.

რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას?

ოჰ, ყოვლისგამგეო ... გული მიმძიმდება, როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ

ეროვნული ინტერესი უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე”, - წერს სოციალურ ქსელში ჯავახიშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს