სერგო ჩიხლაძე - ხალხის განწყობა არის დადებითი, სურთ ცვლილებები და ერთადერთი დაკვეთა აქვთ ყველასთან, ერთიანობით, ერთად ვიდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს

ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს, არც ერთი დღე არ გაივლის, რომ ან რეგიონში, ან ქალაქში არ ვიყოთ , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, საზოგადოების მხრიდან არის ერთიანობის დაკვეთა, რათა 26 ოქტომბერს ერთიანობით შეძლოს ხალხმა გამარჯვება.

"ერთიანობის წევრები, ლიდერები ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას. ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს, არც ერთი დღე არ გაივლის, რომ ან რეგიონში, ან ქალაქში არ ვიყოთ, შესაბამისად, დღეს უკვე საბურთალოზე ვართ, ბუკიას ბაღში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც მთავარია, ხალხის განწყობა არის დადებითი, არიან ძალიან მოტივირებულები. სურთ ცვლილებები და ერთადერთი დაკვეთა აქვთ ყველასთან და, მათ შორის, ჩვენთანაც, ერთიანობით ერთად ვიდგეთ, ერთად გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს და ერთად დავიცვათ ჩვენი გამარჯვება", - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს