ISFED - Meta-ს პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა - საქართველოში მოქმედი ანგარიშები რუსული კანონის საპროტესტო აქციებისას აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს

"სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ინფორამციით, Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა.

მათივე ინფორმაციით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 „ფეისბუქ“ ანგარიში, 30 „ფეისბუქ“ გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში შედიოდა.

„რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი დახარჯა.

საქართველოში მოქმედი ანგარიშები რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას"”, - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ISFED-ი უთითებს „მეტას“ სრული ანგარიშის ბმულსაც: https://transparency.meta.com/metasecurity/threat-reporting.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე