შალვა პაპუაშვილი ქართველ ოლიმპიელებს - თქვენ დაამტკიცეთ, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზომას ერისა და ქვეყნისა - რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, ჟინით ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება

თქვენ დაამტკიცეთ ის, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზომას ერისა და ქვეყნისა - თქვენ დაამტკიცეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, ჟინით ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

მისი თქმით, 206 გუნდს შორის საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 24-ე ადგილი დაიკავა, რაც განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რამდენად ნიჭიერი ერი ვართ სპორტში, ასევე, უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ერისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა.

„განსაკუთრებული დღე გვაქვს და განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ოლიმპიურ გუნდს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აქ შევიკრიბეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ოლიმპიური გუნდის დევიზი უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, თუმცა ვინ წარმოიდგენდა, თუკი ეს იქნებოდა საუკეთესო შედეგი ჩვენს ისტორიაში. ვინ წარმოიდგენდა იმას, რამხელა ყიჟინი იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებსა თუ სოფლებში, ერთი მხრივ, გულშემატკივრობით, ნერვიულობით გამოწვეული ხმაური, ყიჟინის, შეძახილები და ბოლოს გამარჯვებით დაგვირგვინებული ყიჟინა, რომელიც ყველა სახლიდან გამოდიოდა და ამაში თქვენი დიდი დამსახურებაა, რომ ასე გააერთიანეთ ქალიც და კაციც, სოფელშიც და ქალაქშიც, უბან-უბან, სულყველა, რომელიც თქვენ გგულშემატკივრობდათ. მინდა, მოგილოცოთ წარმატება მედალოსნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა თითოეული მედალოსნის განსაკუთრებული როლი ამ საერთო გამარჯვებაში და განსაკუთრებული დამსახურებაა მათი, ვინც ორგზის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ამით განსაკუთრებით გაგვიხარეს გული. თქვენ დაამტკიცეთ ის, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზომას ერისა და ქვეყნისა. 206 გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა, მოსახლეობის რაოდენობაზე თუ შევხედავთ, მე-7 ვართ მსოფლიოში ამ 206 გუნდს შორის და ეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს თუ, რამდენად ნიჭიერი ერი ვართ სპორტში, მაგრამ ასევე, უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოსა და ერისთვის ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერა, რადგან შემთხვევით არაფერი მოდის. ეს წარმატებები, რომლებიც ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე გროვდებოდა და მივიდა თავის ლოგიკურ გაგრძელებამდე, რომ საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიულად, რა თქმა უნდა, ამ გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, სადაც ერიც და ბერიც, ახალგაზრდაც და მოხუციც, ყველა გულშემატკივრობს ჩვენს სპორტსმენებს და ყველა თავის წვლილს იღებს, რათა წარმატებული იყოს ჩვენი გუნდი ყველა ამ მიმართულებით. თქვენ დაამტკიცეთ, რომ იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, განსაკუთრებული ძალისხმევით, ჟინით, რომელიც ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰქონდა, ყველა შედეგის მიღწევა შეიძლება და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება”, - განაცხად პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიღწევები არის არა მხოლოდ სპორტსმენების პირადი შედეგები, ეს არის „ჩვენი ეროვნული გამარჯვება”. პარლამენტის თავმჯდომარემ ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.

„თითოეული ქართველის სიამაყის მიზეზი და საფუძველი ხართ თქვენ. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ახლა, უკვე არა მხოლოდ გულშემატკივარი, არამედ ასევე პარლამენტის სახელით მოგესალმოთ და ჩვენი პარლამენტის სახელითაც მადლობა გადაგიხადოთ ამ შედეგებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით თქვენ, თქვენს მწვრთნელებს, ექიმებს და ამაზეც ბევრი ისტორია ვნახეთ, მოვისმინეთ და წავიკითხეთ, მათ შორის ბოლო პერიოდში რამხელა შრომა დევს მათ შორის ექიმების ამ ყველაფრის უკან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც გავიცანით ამ პერიოდში, გაიცნო ფართო საზოგადოებამ. თქვენი ოჯახის წევრების დამსახურებაა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს თქვენს კარიერას, წარმატებას და დღეს განსაკუთრებით ხარობენ ისინი თქვენი წარმატებით.

დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით, გამოვყოფ ჩვენი ოლიმპიური გუნდის თანამედროშეს, ნინო სალუქვაძეს, რომელმაც ათ ოლიმპიადაზე დაგვამახსოვრა თავი და დაგვამახსოვრა მისი შედეგებით და განსაკუთრებული ძალისხმევით, როდესაც ათი ოლიმპიადის მონაწილე გახდა. ესეც მაგალითია ყველა სპორტსმენისთვის ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ოლიმპიურ კომიტეტს განსაკუთრებით, ეს ყველას საერთო დამსახურება არის. გისურვებთ წარმატებას შემდეგ შეჯიბრებებში. რა თქმა უნდა, ვინც უმაღლესი ჯილდო ამ ჯერზე ვერ მიიღეთ, ჩვენი გულების ჩემპიონები ხართ და ასევე, თქვენ ოქროს მედლების მფლობელები მრავალჯერ გახდებით სხვადასხვა ასპარეზობაზე. ამ საქმეში მთელი ერი გიდგავართ გვერდში და ვართ თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გილოცავთ ამ წარმატებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება