შალვა პაპუაშვილი - კვლევების და რიცხვების გარეშეც განწყობები ნათელია, ამას ვატყობთ ოპოზიციასაც, რომელიც როგორც იქნა, გავიდა რეგიონში - როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“

როგორ შეიძლება სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმით, რომ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „გორბის“ კვლევა საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს, რომელსაც რეგიონებში გასული ოპოზიციაც კარგად ხედავს.

„კვლევების და რიცხვების გარეშეც განწყობები ძალიან ნათელია. ამას ვატყობთ ოპოზიციასაც, რომელიც რეგიონში როგორც იქნა გავიდა, აქამდე სტუდიებიდან ვერ გამოდიოდნენ. გავიდნენ რეგიონში და ვატყობთ მათაც, რომ გრძნობენ რა განწყობებია მოსახლეობაში და ამას ასახავს საბოლოო ჯამში [კვლევები]. როგორ შეიძლება სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმით, რომ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფიან . ამით ფიქრობენ, რომ ვინმეს მოატყუებენ, რომ ხმა მიაცემინონ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და დააბრუნებინონ ის ძალადობრივი რეჟიმი, რაც მათ ჰქონდათ დამყარებული. ეს არის ლოგიკური შედეგი. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა სიბრძნე. შედეგს საბოლოო ჯამში 26 ოქტომბერს ვნახავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13.1%; კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 5.8%; კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ - 5.5%; „საქართველოსთვის“ - 4.8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%; „ევროპული საქართველო“ - 2.2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2.1%; სხვა - 4.2%.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს