შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ღალატს ვუყურებდით, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ - ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი

ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ეღიარებინათ და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულის ბრალდებაში გაემართლებინათ.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ღალატი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და, ახლა თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, როგორც მოქალაქეებმა და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ.

ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ისინი ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ცეცხლი გახსნა. ეს არის ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანამონაწილეც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ და ა.შ. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეს პასუხი.

ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა.

ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, ეს იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დონეზე აღიარებული იქნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. შევძელით ის, რომ ვაღიარებინეთ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ვაღიარებინეთ ჰააგის სასამართლოს, რომ ომის დანაშაულები მხოლოდ სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ