ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტების პაკეტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დებულებების რატიფიცირებას, რაც ნიშნავს უკრაინის სრულ გაწევრიანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინა ახდენს რომის სტატუტის რატიფიცირებს ცალკეული განცხადებით, რომლის მიხედვითაც, რატიფიკაციის კანონის ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში უკრაინა არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას თავის მოქალაქეებთან მიმართებაში რომის სტატუტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

უკრაინული მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს დებულება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ უკვე მიანიჭა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი 124 სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული. უკრაინამ რომის სტატუტს ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს რატიფიკაციის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა აღიარებული.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა