საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა

ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“ საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს.

როგორც საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი.

„წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა.

2024 წლის 23 ივნისს, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადოება „ქართულმა“ გამოთქვა სურვილი, გარკვეული წვლილი შეეტანა დიდი პოეტის შემოქმედების უკვდავყოფაში. ამ მიზნით, ახლახან საზოგადოება ქართულმა ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ხელს შევუწყობდით დიდი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეს. მისი სახელობის პრემიის დაარსება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა საზოგადოება ქართულის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

საზოგადოება “ქართული“ მიზნად ისახავს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ღირსეული პატივი მიაგოს გამოჩენილ მამულიშვილთა ხსოვნას“,- განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა