ბათუმის მერია უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციის მეორე ეტაპს იწყებს

ბათუმის მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების შედეგად გამარტივდა არსებული კრიტერიუმები, რაც პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირისა თუ ოჯახის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა:

  • შეიცვალა ქირაში უწყვეტად ყოფნის ვადა და ნაცვლად 6 თვისა განისაზღვრა 1 წელი
  • საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობის ნაცვლად განისაზღვრა ორმაგი ოდენობა
  • შეიცვალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა და ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთის ვადა, ნაცვლად 24 საათისა, გახდა 15 კალენდარული დღე.

უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის საჭიროა განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

ოჯახის შემთხვევაში:

  • ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი
  • ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

„განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადებს კომისია განიხილავს ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ის პირები/ოჯახები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის მოთხოვნებს, დადგენილი წესით დარეგისტრირდებიან უსახლკარო პირებად/ოჯახებად.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა