ირაკლი ფავლენიშვილი - არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან, ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ

არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან, ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ ერთიანობით, რადგან მათი ყოფნა ქვეყნის სათავეში არის საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისათვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა Meta-ს მიერ ანგარიშების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს, რეპუტაციას ულახავენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სწირავენ.

„სიძულვილი, ზიზღი, რომელსაც „ოცნება“ თესავს, მათ შორის, ნარატივები, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი არის კრემლის მთავარი ინტერესი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კრემლიდან არის მართული „ოცნება“ და უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს, რადგან მათი ქვეყნის სათავეში ყოფნა არის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ინსტიტუციებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს