ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დელეგატებზე - ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები - ეს არის ის საყრდენი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა არჩევნებზე

ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები - ეს არის ის საყრდენი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატთა სიას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, წარდგენილ ადამიანებს მოსახლეობის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.

„რუსეთის მსახური ხელისუფლება გარდაუვალად მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ, გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ე.წ დელეგატებისა, ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან. ისინი საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს არასდროს წარმოადგენდნენ. ესენი არიან კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის, ადგილებზე არაკანონიერი გზით და სწორედ, მათზე აკეთებს გათვლას “ქართული ოცნება”. მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, უნდათ დელეგატები უნდათ სხვა რამ, ფაქტი ერთია - მაჟორიტარული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება. ქართველი ამომრჩეველი მათ კარგად იცნობს. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით. ბევრი მათგანი, “რუსული კანონის” მხარდამჭერია, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი წარსულის ადამიანები არიან და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი წარსულის ადამიანებს საკადრის ადგილს მიუჩენს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას. განვითარებას, პროგრესს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად.

ჩვენ წლებია ვხედავთ რას ეყრდნობა “ქართული ოცნება” საარჩევნოდ. ეს არის შავი ფული, კორუფცია, ადგილობრივი ფეოდალები, რომლებსაც მოხვეჭილი აქვთ ძალაუფლება და შემდეგ ამ ძალაუფლებით ვაჭრობენ. [ხალხს] აიძულებენ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ. მაგრამ როდესაც პარლამენტში არიან წარმოდგენილი, არაფერს აკეთებენ ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. ეს არის ის საყრდენი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა ამ არჩევნებზე”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უკეთესი ხომ არ იქნებოდა ოპოზიციასაც წარედგინა რეგიონებში დელეგატთა სია, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ “არა, არ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ისევე ამორალურად უნდა მოიქცეს, როგორც “ოცნება” იქცევა”.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება