გიორგი ბარამიძე - ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს მეხუთე კოლონის დაკარგვის - „ქართული ოცნება“ ცდილობს რუსეთს სისხლიანი ხელები მოწმინდოს და ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ჩვენ გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, კვლავ გააგრძელეს რუსეთის საამებლად საქართველოს დადანაშაულება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანი, გიორგი ბარამიძე შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას.

გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის დავალების შესაბამისად მოქმედებს და ცდილობს, რუსეთს სისხლიანი ხელები მოწმინდოს“.

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “ქართული ოცნება“ კი არ ცდება და რაიმე შემთხვევით კი არ მოსდით, არამედ ეს მოღალატეთა ბანდა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში იმიტომ მოიყვანა, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა. სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტების მიუხედავად, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში დამნაშავე. აი, ეს არის მიზანი, რისთვისაც პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში მოიყვანა და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ის ტყვედ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც „ბიძინა ივანიშვილი უფრთხის“.

ბარამიძე აღნიშნავს, რომ „ხელისუფლება ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.

„ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე „შავი ფულით“ შეინახა, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვრით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფს არ გააჩნიათ ფასეულობა. როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც არც კი რცხვენია, რომ რუსეთი მათ განცხადებას სიტყვა-სიტყვით მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან იყენებს. ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა და ის ამ მოღალატეთა ბანდას 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს. საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი საზოგადოება ამ კრემლის მარწუხებისგან თავისუფალი იქნება. ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მშვიდობიან გამთლიანებამდე და იმ ცხოვრებამდე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის ის, რასაც წინ ეს მოღალატეთა ბანდა ეღობება და რასაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს