ანა ნაცვლიშვილი - ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ საქართველოს ისტორია, ან მიყვებიან კრემლის მითითებას - რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი ისტორიის გადაწერას, ეს მათ ამჯერად არ გამოუვათ

ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ საქართველოს ისტორია, ან მიყვებიან კრემლის მითითებას - რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, გადაიწეროს ისტორია, ისტორიის გაყალბება მათ ამჯერად არ გამოუვათ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის ვინ მტერია და ვინ -მოყვარე.

„როგორც ჩანს და ეს ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ საქართველოს ისტორია, ან მიყვებიან კრემლის მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ისტორია იყოს გადაწერილი. ორ საუკუნეზეა მეტია, რუსეთი ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას; რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. როგორც ჩანს, არ იციან ეს ისტორია კონკრეტულმა ადამიანებმა ან მიყვებიან კრემლის პირდაპირ დირექტივას. საბედნიეროდ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, ვინ არის აგრესორი, როდის დაიწყო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედება. ძალიან კარგია, რომ ეს სიმართლე ასევე, ბევრი ადამიანის ძალისხმევით, იცის საერთაშორისო საზოგადოებამაც. რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, გადაიწეროს ისტორია, ისტორიის გაყალბება მათ ამჯერად არ გამოუვათ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს