სოფო ჯაფარიძე - ვემზადებით გამარჯვებისთვის, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე

ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე, ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ააშენა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძე სამგორში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 12 წელია „ქართული ოცნება“ ანგრევს იმას, რაც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა.

„გრძელდება ჩვენი შეხვედრები თბილისის მოსახლეობასთან, ამჯერად ვიმყოფებით სამგორში და წარმოუდგენელი განწყობაა - ხალხი არის გამარჯვებისთვის მზად, ხალხი მზადაა, რომ ბოლომდე იბრძოლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უმძიმესი მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხია. ვისმენთ უამრავი პრობლემის შესახებ. ეს ადამიანები არიან უმუშევრები, ვინც მუშაობს, აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება. თბილისი დაცლილია, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ემიგრაციაშია წასული, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამდენი პრობლემის მიუხედავად, განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ამაღლებული. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე, ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ააშენა.

12 წელია „ქართული ოცნება“ აკეთებს მხოლოდ ერთს: ანგრევს იმას, რაც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად. ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად, 26 ოქტომბერს, ამ საოცარ ხალხთან ერთად ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს