ბორჯომის მერია - დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ. მჟავე წყლის ბიუვეტი.

„აქ მცხოვრებ და ჩამოსულ დამსვენებლებს ახსოვთ, რა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო. დღეს ხედავთ, რა ფართო მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. წაღვერი საკურორტო დაბაა და ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება კურორტზე ინფრასტრუქტურის განვითარებაა", – განაცხადა ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.

მერიის განმარტებით, პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს