გიორგი ბარამიძე „ქართული ოცნების“ დელეგატებზე - ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს წოვენ ჩვენს ქვეყანას, ასეთები ჰყავს რეგიონებს მიჩენილი ივანიშვილის მხრიდან

ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს წოვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ლოკალურად და ასეთები ჰყავს თითოეულ რეგიონს მიჩენილი ივანიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, „ქართული ოცნების“ მიერ 22 რეგიონში წარდგენილ კანდიდატ-დელეგატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას უნდა კონკრეტული ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც რეგიონის გაყვლეფაზე პასუხისმგებელი იქნებიან.

„რაც შეეხება ამ ხელოვნურად შექმნილი თანამდებობების თუ სტატუსების მქონე დეპუტატებს, ეს საერთოდ გაუგებარია: პარლამენტის წევრი ყველა თანასწორია, მითუმეტეს, პროპორციულ სისტემაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ლოკალურად. ასეთები თითოეულ რეგიონს ივანიშვილის მხრიდან ჰყავს მიჩენილი. ტრადიციულად, ის ამ სისტემას ვერ მოეშვა და უნდა, კონკრეტული ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც რეგიონის გაყვლეფაზე პასუხისმგებელი იქნებიან. ეს არის ფუნქცია, რომელიც კანონმდებლობაში გადაიტანა და, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე მოირგო, მით უმეტეს, როცა კონსტიტუციაში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, პროპორციული წესით, პარტიული სიების შედგენის მეთოდით და არა აბსოლუტურად არალეგიტიმური და არასწორი ე.წ. დელეგატების მეშვეობით, რომლებიც არიან მაჟორიტარული სისტემის გადმონაშთი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყენებდა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა