დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარეს - დანაშაულის ჩადენისთვის ემზადებით და შენობის გარეთ აღმართული გალავანი სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება

დანაშაულის ჩადენისთვის ემზადებით და შენობის გარეთ აღმართული გალავანი სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, - ასე მიმართა ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის გარშემო რკინის ღობის განთავსება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

„საშინელი მდგომარეობა შექმენით გარედან. ნამდვილად აჩენს იმის ეჭვს, რომ რაღაცის გეშინიათ, რაღაცისთვის ემზადებით და ეს რაღაც თქვენი დანაშაულია, რომლის ჩადენასაც აპირებთ და რომელიც გამოიწვევს ხალხში წყენას, ამისთვის ემზადებით და ამისთვის გჭირდებათ ეს გალავანიც. შემდეგ ვინმეს წყენა რომ არ გამოიწვიოს და ვინმემ რამე არ მიგითითოთ თუ როგორ ცუდად იქცევით”, - განაცხადა დავით კირთაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება