მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე - მეუხერხულება, ქალბატონია, რომელსაც ბევრი შეცდომა მოსდის, დაარწმუნეს, რომ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ნამდვილი კვლევა აჩვენეთ, ცოტა შეიძლება თავი შეიკავოს ასეთი კომენტარის გაკეთებისგან

მეუხერხულება, ქალბატონია, რომელსაც ბევრი შეცდომა მოსდის, იმდენი უკვე, რომ მართლა დაარწმუნეს, რომ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ნამდვილი კვლევა აჩვენეთ, ცოტა შეიძლება თავი შეიკავოს ასეთი კომენტარის გაკეთებისგან, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბევრი შეცდომა მოსდის.

„ქალბატონი სალომე გასულია მომსახურების სფეროდან, ვეღარც ფიქრობს, ვეღარც ლაპარაკობს, ვეღარც ცოტა არასწორია, როდის ლაპარაკობდა არ ვიცი, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება არ მინდა. უბრალოდ ჯერ ვინმემ ურჩიოს, რომ პარაოლიმპიელები არა, პარალიმპიელები. მთელი ამბავი და საკითხია, რაც უბრალოდ კომენტარის მიღმა უნდა დავტოვოთ, იმდენად არასერიოზული ხდება ეს ყველაფერი. მეუხერხულება, ქალბატონია, რომელსაც ბევრი შეცდომა მოსდის, იმდენი უკვე, რომ მართლა დაარწმუნეს, რომ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ნამდვილი კვლევა აჩვენეთ, თავისთვის რომ აქვთ ოფისებში, ის კვლევები აჩვენონ და ცოტა შეიძლება თავი შეიკავოს ასეთი კომენტარის გაკეთებისგან”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიელების მიღება არის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას და ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ და „არა ჩაკეტილ სივრცეში“.

„ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე.

მეორე: პარაოლიმპიადა იწყება ახლა, გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები... გელოდებით, სექტემბერში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს