რევაზ სოხაძე - მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს

ყველა სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი - მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისთვის დამატებითი სართულების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნული მშენებლობისთვის ხდება კოეფიციენტის მატება და ამის სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიას დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აღნიშნული მშენებლობით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის შექმნასთან დაკავშირებით, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სატრანსპორტო რეფორმის ამოსავალი წერტილი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული ქალაქის შექმნაა.

„ჩვენთვის არ არის სიახლე, როდესაც ოპოზიცია ყოველი ახალი პროექტის დამტკიცების დროს მსგავსი ბრალდებებით გამოდის. იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მათთან საერთოდ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქს სატრანსპორტო თვალსაზრისით რაიმე ზიანს მოუტანს. მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს. ამას გარდა, კოეფიციენტის მატებისთვის სამშენებლო კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარს გადაიხდის, რაც ასევე ქალაქისთვის ძალიან კარგია,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის განხორციელებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს 40 ჰექტარზე მეტი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მისივე თქმით, სამშენებლოდ ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი განვითარდება. რევაზ სოხაძის აზრით, პროექტი, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ძალიან საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს