ლევან ბეჟაშვილი - ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ევროპულ საქართველოსთანაც“, სხვა პარტიებთან, საზოგადო მოღვაწეებთან - ყრილობაზე გაჟღერდება კონკრეტული გადაწყვეტილებები

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ევროპულ საქართველოსთანაც“, სხვა პარტიებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, პარტიის ხვალინდელ ყრილობაზე საბოლოოდ გაჟღერდება „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებული ალიანსის შესახებ.

„ერთიანობის პოლიტიკური კოალიცია აგრძელებს სხვადასხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციას იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების მთავარი დაკვეთის აღსრულება, მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ერთიანობის ჩამოყალიბება, იმისათვის რომ ხალხმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში.

ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ევროპულ საქართველოსთანაც“, სხვა პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე.

ბუნებრივია, ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის მოლაპარაკებების ხარჯზე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და, მათ შორის, „ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით, ხვალ გაჟღერდება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიმაჩნია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მანამდეც, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეებთან, ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ