ირაკლი ნადირაძე - რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში - წაგებული არჩევნების შემდგომ, ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება

დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში. წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება. ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება,- ამის შესახებ ,,ერთიანობა -,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ადამიანები გააღარიბა და გააღატაკა.

„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მან მოსკოვში დამატებითი ქონებები შეიძინა, ფაქტია, დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში, რაშიც მილიონობით ლარი გადაიხადა.

როგორც ჩანს, წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება. დიახ, ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება და გაიქცევა რუსეთში, იმიტომ, რომ, მან ამ ქვეყანაში ადამიანები გააღარიბა, გააღატაკა და უბრალოდ გააქცია ქვეყნიდან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს