ირაკლი ქადაგიშვილი ივანიშვილის მოსკოვში არსებულ ქონებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებულ, რაღაც ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან

რაღაცა საქმეს კერავენ, რადგან არანაირი შინაარსი იმაში, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინო, არ ჯდება ლოგიკაში. ეს არის „ფეიკ“ გარემოს შექმნა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ეკატერინე ხვედელიძის მოსკოვში მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ „ფეიკ“ გარემოს შექმნის მთავარი მიზანი, მმართველი პარტიის წევრების დასანქცირებაა.

„მიზანი უნდა იყოს რამენაირად ნათელი, რა ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ან მის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის, რაღაცა ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე. აქ შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებულ, რაღაც ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან. ეს ახლა ისეთივე თემაა, რომ ქოლცენტრებს კეზერაშვილი კი არა ივანიშვილის მართავს. რაღაცა საქმეს კერავენ, რადგან არანაირი შინაარსი იმაში, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინო, არ ჯდება ლოგიკაში. ეს არის „ფეიკ“ გარემოს შექმნა, ამ პროპაგანდისტული შემოტევებით, რა არის ეს მიზანი, რასაც ოპოზიცია თავის კურატორებთან ერთად იძახის, რომ იქნებ როგორმე დაგვასანქცირონ“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს