გიგი წერეთელი - მთელი ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება

მთელი ბრძოლა და ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ ჩვენ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანია ერთიანობა და ამ ერთიანობით, არჩევნებზე ცვლილებების მიღწევა, რომელსაც არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც ელოდებიან.

„დღეს უფრო მაღალი ღირებულება, რასაც ერთიანობა ჰქვია არ გვაქვს იმ დემოკრატიული ძალების, რომელსაც გამარჯვების მოტანა შეუძლია. მესმის, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის, როცა ისტორიას ვახსენებთ, არის ბევრი რამ, რომელსაც პოლიტიკური ძალები, პერსონები და ინდივიდები, რაღაც მომენტში დააშოროს ერთმანეთს, მაგრამ ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია და გუნდი, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, რასაც ერთიანობა ჰქვია.

რასაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც 10-წლეულები ვაშენებდით, მივდიოდით წინ ევროპისკენ, ნატო-სკენ, რომელსაც დღეს არავინ არ ახსენებს, ქვეყანა ძლიერდებოდა და ვითარდებოდა და დღეს ვხედავთ, რომ რეგრესია, რომელიც შესამჩნევია. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე და კორუფცია მაღალია, ქალაქებსა თუ სოფლებიდან მოქალაქეები გადიან და ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან ქვეყანაში. ვხედავთ, როგორ დაინგრა და რა უფსკრულის პირზეა ჩვენი ურთიერთობები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორ გაჩერდა ყველაფერი ევროინტეგრაციის გზაზე. რაღაც უნდა გადადო გვერდზე, ეს რაღაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ფასეული, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ხალხისთვის სამსახური არის სწორი ნაბიჯი, პოლიტიკოსების მხრიდან.

ვფიქრობ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ სწორი ნაბიჯი გადადგა, გვქონდა ყველასთან კონსულტაციები, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს პოტენციურ პარტნიორს, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ვნახეთ, რომ მზადყოფნა, მზაობა, ძალაც და პერსპექტივაც არის „ერთიანობაში“, იმ გუნდი, იმ პარტნიორებთან ერთად ვისთან ერთადაც არის „ევროპული საქართველო“.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყოველთვის იყო იმ ღირებულებების ერთგული, რასაც საქართველოს ევროპული, დასავლური მომავალი ჰქვია და მთელი ბრძოლა და ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ ჩვენ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება. ჩვენ ახალგაზრდების გვჯერა და ვაფასებთ. გვჯერა, რომ ის მუხტი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში არსებობდა, საარჩევნო ენერგიად გარდაიქმნება და არჩევნებზე მოხდება ის ცვლილებები, რომელიც ამ ქვეყანასა და ყველა თაობას სჭირდება.

ყველაფერი ნათელია. ვხედავ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს და ჩვენ თუ ვერ ვივარგეთ, როგორც პოლიტიკოსები და ხალხის მსახურები, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაისმება მომავალზე, ეს არაფრით არ უნდა მოხდეს! საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! ეს გამარჯვება არავისზე ანგარიშსწორება არ იქნება, ეს იქნება იმისთვის, რომ ყველამ თავისი ადგილი იპოვოს, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ნორმალურ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ და არა რუსეთის ორბიტაზე მბრუნავ ქვეყანაში. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ კოალიციას, რომლის ნაწილიც „ევროპული საქართველო“ გახდა და ოქტომბერში, მგონი, ვიზეიმებთ იმ ცვლილებას, რომელსაც ყველა ელოდება, რომელსაც მსოფლიოშიც ელოდებიან, არა მარტო საქართველოში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო