ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ბლინკენის ვიზიტი იმ ფონზე მოხდება, როდესაც კატარში, აშშ-ს, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფმა გამოთქვა "ფრთხილი ოპტიმიზმი" შეთანხმების მიღწევის კუთხით შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით.

„ჰამასის“ სპიკერმა ჯიჰად ტაჰამ ტელეკომპანია Al Jazeera-ს შაბათს განუცხადა, რომ ისრაელმა დაამატა პირობები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ მათ გამოყენებაში მცდელობის შეფერხებისთვის. "ჰამასის“ პრესსპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ კი განაცხადა, რომ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ისრაელი შეთანხმების მიღწევის შანსებს ხელს უშლის და მის ძალისხმევას მხარს ვაშინგტონი უჭერს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს