უკრაინელებმა 2 ბალისტიკური რაკეტა, 3 ფრთოსანი რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს

­რუსეთმა კვირას ღამით უკრაინის წინააღმდეგ 16 საჰაერო სამიზნე გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 მათგანი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეშჩუკის თქმით, განადგურებულ სამიზნეებს შორის არის 2 ბალისტიკური რაკეტა, 3 ფრთოსანი რაკეტა და 8 ე.წ. „კამიკაძე“ დრონი.

ოლესჩუკმა დასძინა, რომ დანარჩენმა რაკეტებმა, რომლებიც არ შედის ჩამოგდებული რაკეტების სტატისტიკაში, ვერ მიაღწიეს სასურველ სამიზნეებს.

საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი და მართვადი რაკეტებით და Shahed-ის ტიპის დრონებით კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან შეუტიეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე