ელენე ხოშტარია - ჩვენს მიერ შეთავაზებული კოალიცია მართლაც მოიტანს ცვლილებებს, არავის მისცემს საშუალებას, ქვეყანა თავად იმსახუროს, არამედ თვითონ იქნება ქვეყნის მსახური

ჩვენი გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, მრავალფეროვნებაზე და კოალიციის შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენი მომავალია,- ამის შესახებ “კოალიცია თავისუფლებებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია, რომელსაც ისინი საზოგადოებას შესთავაზებენ, არის კოალიცია, რომელიც მართლაც მოიტანს ცვლილებებს და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანა თავად იმსახუროს.

„ჩვენი გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, მრავალფეროვნებაზე და კოალიციის შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენი მომავალია. ერთობა და ძალა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი, მაგრამ ძალიან პრინციპული ადამიანებისგან. ერთობა და კოალიცია, რომელიც შედგება ფასეულობებისადმი ერთგულებისგან და რომელიც შედგება მართლაც ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანებისგან. კოალიცია, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ, არის კოალიცია, რომელიც მართლაც მოიტანს ცვლილებებს, არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანა თავად იმსახუროს, არამედ თვითონ იქნება ქვეყნის მსახური. ამიტომ, დღეს ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასეთი პარტია, ასეთი ადამიანთა ჯგუფი და გამორჩეული პოლიტიკოსი უერთდება ჩვენს რიგებს - ეს არის ხათუნა სამნიძე. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ნებისმიერ სიტუაციაში პრინციპულობით, ბრძოლით. ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის გზა. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა პარტიაში ვიყავით, მაგრამ კრიტიკულ მომენტში - იქნებოდა ეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლა, პარლამენტის გარეთ, ქუჩაში, ადამიანის უფლებებისთვის თუ სხვა, ყოველთვის ერთად ვიდექით და ამ ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ხოშტარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს