2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 566.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ განმარტებით, აქედან ექსპორტი 3 532.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.6 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.9 პროცენტით).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარივლისში, 5 502.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

„2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (407.2 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 809.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 427.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 078.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 192.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 201.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 174.4 მლნ. აშშ დოლარით (4.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 608.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 769.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 370.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.1 პროცენტი)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“