უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - რუსებმა თავისი პროგრამის მინიმუმის შესრულებაც კი ვერ შეძლეს, არა მხოლოდ თანამადროვე ტექნიკა, არამედ ძველიც დაკარგეს - თუ ასე გააგრძელებენ, რუსეთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T2-ს ტიპის ტანკებით იომებს

რუსებმა ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში თავისი პროგრამის მინიმუმის შესრულებაც კი ვერაფრით შეძლეს - თუ გსურთ დაიცვათ თქვენი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან, შემოჭრისგან, მაქსიმალურად დაეხმარეთ უკრაინას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთზე გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხარიშინიმ აღნიშნა, მშვიდობა რუსეთისთვის ეს არის უკრაინის კაპიტულაცია, რომელიც არასდროს მოხდება.

„მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკულად ყველა დაზვერვა რუსების დანაკარგთან დაკავშირებით ასახელებს შემდეგ რიცხვს - ნახევარ მილიონზე მეტი. გაამრავლეთ ეს რიცხვი კლასიკურ სამზე და გეცოდინებათ რუსეთის როგორც შეუქცევადი, ისე სანიტარული დანაკარგების მინიმალური რაოდენობა. ეს კოლოსალური რიცხვია. რუსეთის მხოლოდ სამობილიზაციო პოტენციალი სამჯერ აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთმა ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, ყოფილი ვარშავის ბლოკიდან საბჭოური იარაღის ძალიან დიდი რაოდენობის აკუმულირება მოახდინა. უკრაინელების ძალისხმევით ამ იარაღის დიდი ნაწილი ახლა ჯართშია. ასე რომ, შეიძლება მომავალში მშვიდობიანი მიზნებით იქნას გამოყენებული. მე დავასახელე ცოცხალი ძალის დანაკარგები. თუკი ტანკების თვალსაზრისით დანაკარგებს განვიხილავთ, რუსეთმა უკვე დაახლოებით 8 500 ტანკი დაკარგა. ომამდე ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთს 12 000 ტანკი ჰყავდა, ანუ რუსეთმა შეიარაღების სამი მეოთხედი დაკარგა. მან არა მხოლოდ თანამადროვე ტექნიკა და შეიარაღება დაკარგა, არამედ ძველი და მოძველებულიც კი. თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს, შეიძლება მოწმეები გავხდეთ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T2-ს ტიპის ტანკებით იომებს.

ძალიან მარტივი წესია - თუ გსურთ დაიცვათ თქვენი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან, შემოჭრისგან, მაქსიმალურად დაეხმარეთ უკრაინას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთზე გამარჯვებისთვის. დამარცხებული რუსეთი ვერ შეძლებს რაიმე სხვა მოქმედება აწარმოოს, მითუმეტეს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობაზე დამოკიდებულია ბევრი ქვეყნის ბედი, არამხოლოდ უკრაინის და სწორედ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული ბევრი ქვეყნის ბედი, მათ შორის საქართველოსი.

ახლა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინაში პოკროვსკის მიმართულებით, რუსებმა ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში თავისი პროგრამის მინიმუმის შესრულებაც კი ვერაფრით ვერ შეძლეს, ვერ გადიან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე. რაც შეეხება მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, საჭიროა რუსეთი იყოს მზად მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ამჟამად რუსეთი არ არის მზად ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ნებისმიერი განცხადებები, მათ შორის მათი ეგრეთწოდებული ლიდერის პუტინის განცხადებები იმით შემოიფარგლება, რომ უკრაინამ უნდა მისცეს მათ ჩვენი უკრაინული ტერიტორიები, თანაც არა მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს დროებით ოკუპირებულია, არამედ კიდევ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მთელი რიგი სხვა ტერიტორიები. მშვიდობა რუსეთისთვის ეს არის უკრაინის კაპიტულაცია - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არასდროს მოხდება და ვერ მოხდება.

მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის დასმის საკითხი კი არ დგას, არამედ იმის, რომ ეს მოლაპარაკებები ეფექტური იყოს, რომ რუსეთმა ისინი კეთილსინდისიერად წარმართოს და რომ ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იყოს“, - განაცხადა ხარიშინიმ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია