გია ჯაფარიძე - თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე საქართველოს ინტერესებისთვის არიან ამერიკაში - ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე საქართველოს ინტერესებისთვის არიან ამერიკაში, აძლიერებენ და ავითარებენ საქართველოს მეგობრობას აშშ-თან. ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, მაგრამ „ქართული ოცნება ამას არ აკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ კოალიციის წევრს, გიგი წერეთელთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გია ჯაფარიძემ განმარტა, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მიწვეული არიან აშშ-ს „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე გაემგზავრნენ აშშ-ში მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, „ერთიანობის კოალიცია“ მიწვეულია აშშ-ში. ჩვენი მიზანია, ახალი სული შთავბეროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები საქართველოში. თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მიწვეული არიან აშშ-ს „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

როგორც მოგეხსენებათ, უფრო ადრე თინა ბოკუჩავა მიწვეული იყო და დაესწრო აშშ-ს „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობას, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასახელდა „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად. ჩვენთვის უდიდესი პატივია და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ როცა „ქართული ოცნება“ ცილს სწამებს, ლანძღავს და ზურგს აქცევს ამერიკას, ამერიკა ზურგს არ აქცევს საქართველოს და მის მოქალაქეებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმეგობრობთ არა ამერიკის წითელ და ლურჯ შტატებად, არა „დემოკრატებთან“ ან „რესპუბლიკელებთან“, არამედ „ერთიანობის კოალიცია“ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აშშ-თან საქართველოს აქვს გრძელი და ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის ისტორია. ჯაფარიძის განმარტებით, აშშ ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარებაში მისი პოლიტიკური მხარდაჭერით და ფინანსური დახმარებით, მაგრამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები და დაანგრია საქართველოს ეკონომიკა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, მოქმედი მთავრობის პირობებში მოქალაქეები გაღარიბდნენ, გაზრდილია ფასები, დაბალია ხელფასები და ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან.

„თუ ასე გავაგრძელეთ, ძალიან მალე ჩვენ აღარ გვექნება ქვეყანა. ჩვენი მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ჩვენი სახელმწიფო ხდება არშემდგარი დისფუნქციური ქვეყანა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ქვეყანა და ხალხი, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორებთან და დავდგეთ კვლავ აღმშენებლობის გზაზე.

„ერთიანობის კოალიციის“ გამარჯვების შემდეგ ჩვენ მოვიზიდავთ მილიარდობით დოლარის დასავლურ ინვესტიციებს, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ევროპული დონის პენსიებს და გადავტვირთავთ საქართველოს ეკონომიკას ისე, რომ ოჯახები გაერთიანდება და დღეს უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა