ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით ამ ვიზიტზე და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბაქოში“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა. ორშაბათს დაგეგმილია პუტინისა და ალიევის მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში, რის შედეგადაც რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს