გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ უკრაინას ყველანაირი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, გარდა ერთისა, რომ ქალებისა და ბავშვების ხოცვაში ვერ შევეშველეთ - თავის გამართლება არავის გამოუვა, ყველას მოუწევს პასუხისგება საქართველოსთან მიმართებაში არასწორი ნაბიჯების გამო

ახლა თავის გამართლება არავის გამოუვა - ყველას მოუწევს პასუხისგება იმ არასწორი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იყო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა.

მაჭარაშვილის შეფასებით, სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაიწვია ელჩი და შეწყვიტა ურთიერთობები ელჩის დონეზე.

„ახლა თავის გამართლება არავის გამოუვა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2021, 2022, 2023 და 2024 წელიც. სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაიწვია ელჩი და შეწყვიტა ურთიერთობები ელჩის დონეზე. ჩვენი ელჩი იქ თითქმის ბოლო სახელმწიფოს ელჩი იყო, რომელიც ომის განმავლობაში კიევში რჩებოდა და ჩვენი არაერთი დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა. ამას ჩვენ უბრალოდ თავის დროზე არ ვამწვავებდით იმიტომ, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაში იყო. თუმცა, გარკვეული წლების შემდგომ უკვე დადგა დრო, რომ სიმართლე ვთქვათ: ყველას მოუწევს პასუხისგება იმ არასწორ და არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იყო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა უკრაინის რწმუნებულს ტყუილში, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ არ ადანაშაულებს და „საერთოდ არ აინტერესებს, ის რას ამბობს“.

„არავის ვადანაშაულებ ტყუილში, საერთოდ არ მაინტერესებს ეგ რწმუნებული რას ამბობს. ვამბობთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად ყველა მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მას, გარდა ერთისა, რომ ქალებისა და ბავშვების ხოცვაში ვერ შევეშველეთ, რასაც ითხოვდნენ. ამაში ვერ დავეხმარეთ. დანარჩენი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და უკრაინის ხელისუფლებას ყველა დახმარება აღმოვუჩინეთ. 400-მდე საერთაშორისო აქტში მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად იყო უსაფუძვლო და ანტიქართული გადაწყვეტილებები.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად იყო უსაფუძვლო და ანტიქართული გადაწყვეტილებები. თუ ეს სიტუაცია შეიცვლება, ამ შემთხვევაში ჩვენ მაშინაც ვიყავით უკრაინის სახელმწიფოს მომხრე, ახლაც ვართ, მაგრამ ის გაუგებარი, არასწორი და ანტიქართული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მიუღებელი რჩება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა და უკრაინა ამას ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს