მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ - მეხუთე კოლონა გახარიას დამატებით

ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ „მეხუთე კოლონა“, რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა და გადაჯგუფება.

„ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ “მეხუთე კოლონა”, რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა, გადაჯგუფება. მათი კარნახით ხდება ყველაფერი.

ხომ დავინახეთ, რომ ეს ძალები თითქოს შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას? ყველა “ნაციონალურ მოძრაობაში” ნამყოფი ადამიანია ან მასთან გარიგებაში მყოფი ძალები. ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა - “მეხუთე კოლონა გახარიას დამატებით”, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს