ირაკლი კობახიძე  - გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი, აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა

ძალიან მიხარია, რომ დღეს დავესწარი დოღს, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ტრადიცია და მინდა აქედანაც მივულოცო დღევანდელ დოღში გამარჯვებულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში განაცხადა, სადაც სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული და მშვიდობის ფასი.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ საზეიმო განწყობას. პირველ რიგში, ყველას მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, რომ გურიას ფარავდეს ამ დღის, ფერისცვალების მადლი და ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, აქ განსაკუთრებულად იციან მშვიდობის ფასი და აქედან გამომდინარე, აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ.

ძალიან ძვირფასია ჩემთვის დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა ფერისცვალება დღეს. ძალიან მიხარია, რომ დღეს დავესწარი დოღს, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ტრადიცია და მინდა აქედანაც მივულოცო დღევანდელ დოღში გამარჯვებულებს. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ფერისცვალება და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. ფერისცვალების მადლი ფარავდეს გურიას და გურულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის