პრემიერი - 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს - აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს

10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას, პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ მტკიცებულებები მოითხოვა, თუმცა „ვერ წარმოადგინეს“.

„არავითარი ბრალი მას წაყენებული არ აქვს. რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვერცერთხელ ვერ წარმოგვიდგინეს მტკიცებულება ვერცერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა მოსამართლეებს, ოთარ ფარცხალაძეს და ასე შემდეგ.

რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უვიზო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. მოგეხსენებათ, ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზო შემოსვლას. 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ექს-პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია. მედია SOVA-ს ინფორმაციით, ორბელიანის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეამჩნიეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე