ირაკლი კობახიძე - ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა - ამისთვის ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა!

ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა - ამისთვის ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა! - ეს განცხადება მედიასთან საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება მმართველი უმრავლესობის საერთო პოზიციაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს - მათ შორის ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს. არის სხვა მრავალი დანაშაული, რაც იმ ცხრა წლის განმავლობაშია ჩადენილი.

რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, საბოლოო ჯამში, თქვენ იცით, რაც მოხდა - მოხდა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას “ნაციონალური მოძრაობა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა. ჯერ მიიღეს კანონი ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, შემდეგ შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია, აირჩა ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის ტერიტორიაზე. მთელი რიგი პროცესები იყო... ამის პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველოში 2008 წლის ომი მომწიფებულიყო, რაც უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის