ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის გასაკვირი არ არის - ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ

სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას უკრაინის საკითხზე პირველ გლობალურ სამიტში, ღონისძიებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი კობახიძე რომ მიეწვია.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას გაიხსენა მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

სალომე ზურაბიშვილიც, სამწუხაროდ, არის იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული(უკრაინელი) მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება